წვდომის კოდები
დამცავი კოდი გეხმარებათ დაიცვათ ტელეფონი უნებართვო გამოყენებისგან.
წინასწარ დაყენებული კოდია 12345. შეგიძლიათ შექმნათ და შეცვალოთ ეს
კოდი და მიუთითოთ, რომ ტელეფონმა მოითხოვოს კოდი. შეინახეთ კოდი
10
ზოგადი ინფორმაცია
საიდუმლოდ და ტელეფონის აპარატისგან მოშორებით. თუ კოდი
დაგავიწყდათ და ტელეფონი დაბლოკილია, დაგჭირდებათ მომსახურება და
შეიძლება მასზე დაწესებული იყოს დამატებითი საფასური. დამატებითი
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით Nokia Care ცენტრს და ტელეფონის
დილერს.
PIN კოდი, რომელიც ახლავს SIM ბარათს, მას იცავს უნებართვო
გამოყენებისგან. ზოგიერთი SIM ბარათით მიღებული PIN2 კოდი საჭიროა
გარკვეული მომსახურებების მისაღებად. თუ PIN ან PIN2 კოდს ზედიზედ
სამჯერ შეიყვანთ შეცდომით, სისტემა მოგთხოვთ PUK ან PUK2 კოდს. თუ
ისინი არ გაქვთ, დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს.
PIN მოდული საჭიროა თქვენი SIM ბარათის უსაფრთხოების მოდულში
ინფორმაციაზე წვდომისთვის. PIN ხელმოწერა შეიძლება საჭირო იყოს
ციფრული ხელმოწერისთვის. ზარების დაბლოკვის სერვისის გამოსაყენებლად
დაგჭირდებათ დაბლოკვის პაროლი.
წვდომის კოდებისა და უსაფრთხოების პარამეტრების გამოყენების ფორმის
შესარჩევად აირჩიეთ
მენიუ
>
პარამეტრ
>
უსაფრთხ
.